გასული წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google ამზადებდა დამატებით რეალობის სათვალეს, როგორც Project Iris-ის ნაწილი. წყაროების ცნობით კომპანიამ უკვე შეაჩერა პროექტ Iris-ის განვითარება.

Google ორიენტირდა პროგრამულ უზრუნველყოფაზე და არა აპარატურაზე. ის ქმნის მიკრო XR პლატფორმას, რომლის გამოყენებაც სხვა გარნიტურების მწარმოებლებს შეეძლებათ.

თებერვალში Google-მა, Samsung-მა და Qualcomm-მა განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობენ შერეული რეალობის ახალ პლატფორმაზე, მაგრამ მას შემდეგ განახლებები არ ყოფილა. სავარაუდოა, რომ Google-ის სათვალე გახდება სამსუნგის მომავალი გარნიტურის საფუძველი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Samsung-მა Google-ის მოწინავე გაჯეტის შექმნაზე შეკვეთა მიიღო. კომპანია ადრე მუშაობდა ანდროიდის მოდიფიკაციაზე დასაკეცი ტელეფონების Galaxy Fold ხაზის მხარდასაჭერად, თუმცა მან მხოლოდ ამ გაზაფხულზე გამოუშვა საკუთარი Pixel Fold სმარტფონი.

გასულ თვეში გამართულ Google I/O 2023 კონფერენციაზე Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა სამირ სამატმა თქვა, რომ კომპანია “ამ წლის ბოლოს უფრო მეტს გამოავლენს” Samsung-თან თანამშრომლობის შესახებ.

ინსაიდერი იუწყება, რომ Iris-ის პროექტმა ვერ გაუძლო კადრების დენადობას და სტრატეგიის ცვლილებებს განვითარების პროცესში და Google-ის VR/AR ხელმძღვანელმა კლეი ბავორმა კომპანია ოთხი თვის წინ დატოვა. კურტ აკლიმ, ინჟინერმა, რომელიც ასევე იყო პროექტზე, განაცხადა, რომ ის “პენსიაზეა”.

2020 წელს Google-მა იყიდა გაძლიერებული რეალობის სათვალეების კომპანია North. მას შემდეგ Noth-ის მრავალი თანამშრომელი, მათ შორის თანადამფუძნებლები სტივენ ლეიკი, მეთიუ ბეილი და აარონ გრანტი, გადავიდნენ Google-ში და განაგრძობენ მუშაობას კომპანიაში.

2023 წლის მარტში Google-მა დახურა Google Glass Enterprise Edition პროექტი და გამოაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან შეწყვეტს AR გერნიტურისთვის გამოყოფილი მობილური აპლიკაციის მხარდაჭერას.

წინა სტატიაNFC-ის შემქმნელებს სურთ ტექნოლოგიის დიაპაზონის 6-ჯერ გაზრდა
შემდეგი სტატიაLG გამოუშვებს AirPlay-ის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორებს სასტუმროებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი