გასულ წელს კომპანია Google-მა Android Pie-სთან ერთად წარმოაგინა ფუნქცია Digital Wellbeing, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ Pixel-ის და რამდენიმე Android One სმარტფონებზეა ხელმისაწვდომი. დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ ეს უსამართლობა აღმოფხვრან და ფუნქცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ.

Action Launcher-ის შემქმნელებმა გამოუშვეს აპლიკაცია ActionDash, რომელიც Digital Wellbeing-ის შესაძლებლობებს სრულიად აკოპირებს და უფრო მეტსაც გვთავაზობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აპლიკაციის დაყენება Android 5.0 და მის შემდგომ ყველა ვერსიაზე მომუშავე სმარტფონზე ყენდება.

ActionDash-ის გამოყენებით შეგიძლიათ აკონტროლოთ რომელ აპლიკაციებს იყენებთ დღის განმავლობაში და თითოულ აპლიკაციაში რამდენ დროს ატარებთ. ეს სტატისტიკა ინახება ბოლო 7 დღის მონაცემებით. ასევე, გაიგებთ თითოეულ აპლიკაციას რამდენჯერ უშვებთ. ასევე, გაიგებთ რამდენად ხშირად ბლოკავთ მოწყობილობას.

ActionDash-ის გამოყენებით გაიგებთ რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ დროს.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან.

https://play.google.com/store/apps/details?id=com.actiondash.playstore

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here