ნოემბერში Apple-მა საკუთარი ARM პროცესორი M1 წარმოადგინა Mac კომპიუტერებისთვის, რომლებიც ძალიან მაღლი წარმადობით გამოირჩევა. სხვა მწარმოებლებმაც დაიწყეს მსგავს გადაწყვეტილებებზე მუშაობა, თუმცა ARM ჩიპები პერსონალური კომპიუტერებისთვის მხოლოდ Qualcomm-ს აქვს და ისინი შესამჩნევად ჩამორჩებიან Apple M1-ს.

ძალიან მალე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით კომპანია AMD უკვე მუშაობს საკუთარ ARM პროცესორზე, რომელიც შესაძლეოა Apple M1-ის რეალური კონკურენტი გახდეს. ინიფორმაცია ამის შესახებ ცოტაა, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ AMD-ს უკვე აქვს ჩიპის ორი ვარიანტის პროტოტიპი, რომელთაგან ერთ-ერთს აქვს ჩაშენებული ოპერატიული მეხსიერება.

ვარაუდობენ, რომ AMD-ს ARM პროცესორი უკვე თითქმის მზადაა, მაგრამ უცნობია თუ როდის მოხდება მისი წარმოდგენა. თუ ჭორები გამართლდა პრეზენტაციის უახლოესი მოსალოდნელი თარიღი 2021 წლის იანვარია CES 2021 გამოფენაზე.

აღსანიშნავია რომ 6 წლის წინ AMD უკვე მუშაობდა ARM პროცესორზე K12, რომელიც ახალი ტიპის მოწყობილობებისთვის იყო განკუთვნილი. პროცესი დიდ ხანს გაგრძელდა და კომპანიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. არ არის გამორიცხული რომ AMD-მ განაახლა პროექტზე მუშაობა.

წინა სტატიაWarner Bros-ის 2021 წლის ყველა პრემიერა HBO Max პლატფორმაზე ონლაინ შედგება
შემდეგი სტატიაAdobe-მა Lightroom-ის ARM თავსებადი ვერსიები გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი