ოპერაციულ სისტემა iOS-ს Android-საგან განსხვავებით ჩაკეტილი სისტემა აქვს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების არ აქვთ სრული წვდომა ოპერაციული სისტემის ყველა ელემენტზე. ეს ეხებოდა ფაილურ სისტემებსაც კი. Apple-ის აზრით, ჩვეულებრივ მომხმარებელს არ სჭირდება ფაილური მენეჯერი ათასობით და შესაძლოა ათიათასობით ფაილით. საკმარისია მომხმარებელი შევიდეს შესაბამის აპლიკაციაში და მიიღოს წვდომა კონკრეტული ტიპის ფაილებზე: ეს იქნება ფოტოების გალერეა თუ მუსიკალური ფლეერი. როგორც ჩანს, კუპერტინულმა კომპანიამ საკუთარი მოსაზრება გადააფასა და iOS 11-ში ვიხილავთ ჩაშენებულ ფაილურ მენეჯერს.

 

WWDC 2017 კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკულ App Store-ში გამოჩნდა ახალი აპლიკაცია Files Apple-სთვის. მას არ აქვს აღწერ – მხოლოდ ცისფერი, საქაღალდის ფორმის მქონე ხატულა გააჩნია. ამასთანავე, აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლებელია. სავარაუდოდ, მისი მოწოდება iOS 11-თან ერთად მოხდება. მოსალოდნელია, რომ Files-ის დახმარებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ ყველა ფაილი, რომელიც მომწობილობის მეხსიერებაშია.

გარდა ამისა, საფირმო აპლიკაცია Feedback-ის  iOS-ის ბეტა ვერსიის მომხმარებლებისათვის განკუთვნილ ვერსიაში გამოჩნდა ახალი სექცია  “Split View/Drag and Drop”. სახელიდან გამომდინარე, სავარაუდოდ iPad-ის მომხმარებლები შეძლებენ მულტითასქინგის დროს კონტენტის გადაადგილებას ერთი აპლიკაციიდან მეორეში. მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ელოდებიან მსგავს ფუნქციონალს.

ამ და სხვა სიახლეების შესახებ დაწვრილებით გავიგებთ დღეს გამართულ კონფერენციაზე  WWDC 2017.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here