ახალი AirPoids ახალ ფორმ-ფაქტორში გამოვიდა და მას აქტიური ხმაურის დახშობის ფუნქცია აქვს. მოწყობილობას ამისთვის 8 მიკროფონი აქვს, 3 მიკროფონი თითოეულ ყურსასმენში მიმართულია გარეთ ხმაურის რეგისტრაციისთვის, ერთი მიმართულია ყურისკენ ხმის რეგულირებისთვის. არის მიკროფონები ხმოვანი კავიშირისთვისაც.

მოწყობილობის მართვა ციფრული გვირგვინით ხორციელდება AppleWatch-ის მსგავსად, რაც ხმის სიმაღლის ზუსტ კონტროლს, გაშვება/პაუზას, ტრეკების გადართვას და Siri-ს გამოძახებას უზრუნველყოფს.

სიახლე 384 გრამს იწონის და ის 120 გრამით მძიმეა Apple-ის უახლოესი ბრენდის Beats Studio 3 ყურსასმენებთან შედარებით. უკაბელო კავშირი Bluetooth 5.0 პროტოკოლით ხირციელდება. ყურსასმენებს გიროსკოპი და აქსელერომეტრი აქვს, რომლებიც მოწყობილობას მოცულობითი ხმის ეფექტის შექმნაში ეხმარება მუსიკის და ფილმების გაშვებისას.

AirPods Max-ის ავტონომიური მუშაობის დრო 4-ჯერ მეტია მისი პატარა მოდელებისგან განსხვავებით.

ხმის გენერაციას AirPods Max-ში 2 ჩიპი უზრუნველყოფს (ცალკეული პროცესორი ცალკე ყურისთვის), რომელიც AirPods-ებში მანამდეც გამოიყენებოდა. Max-ში არ არის დაცვა IPX4 სტანდარტით დაცვა წყლისგან ყველა მხრიდან.

სიახლის ფასია $549 და მისი ყიდვა უკვე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე.

წინა სტატიაAdobe-მა Lightroom-ის ARM თავსებადი ვერსიები გამოუშვა
შემდეგი სტატიაRedHat: CentOS-ის მხარდაჭერა 2021 წელს შეწყდება და გაგრძელდება მხოლოდ CentOS Stream-ის განვითარება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი