Mobile World Congress Shanghai 2017-ზე კომპანია Qualcomm Technologie-მა Qualcomm Fingerprint Sensosrs დააანონსა, რომელიც ახალი თაობის ულტრაბგერითი თითის ანაბეჭდების სკანირების გადაწყვეტილება. ახალი სენსორები საშუალებას იძლევა ეკრანის, შუშის და მეტალის მიღმაც დაფიქსირდეს თითის მოძრაობები და ანაბეჭდები. ამის გარდა ეს პირველი კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელიც გულის რითმს და სისხლის მიმოქცევას ასევე ულტრაბგერის საშუალებით ახდენს.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Qualcomm Fingerprint Sensosrs გადაწყვეტილება ინოვაციური ფორმ-ფაქტორის ტელეფონების შექმნას გახდის შესაძლებელს. ამით OEM მწარმოებლები შეძლებენ შექმნან უნიკალური მოწყობილობები დამატებითი უპირატესობებით” – თქვა Qualcomm Technologies-ს ვიცე პრეზიდენტმა საშუ მადხავაპედიმ.

ტექნოლოგიის დემონსტრირებისთვის Qualcomm Technologies-მა და Vivo-მ შექმნეს Xplay 6 სმარტფონის ახალი ვერსია, რომელიც აღნიშნული სენსორით აღიჭურვა. სამწუხაროდ ეს მოწყობილობა გაყიდვაში არ შემოვა და მხოლოდ გამოფენაზე წარსადგენი ეგზემპლარები არსებობს.

მოსალოდნელია, რომ ახალი ტექნოლოგია OEM ვენდორებს უკვე თვის ბოლოსკენ გადაეცემათ, ხოლო პირველი კომერციული მოწყობილობები მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here