მომავალ iPhone 8-ისგან ბევრი ელოდება რეალურად კარდინალურც ცვლილებას. ჭორებისა და გამოჟონილი ინფორმაციის თანამხად ეს უნდა იყოს Apple-ის პირველი სმარტფონი OLED ეკრანი, მას პრაქტიკულად არ უნდა ქონდეს ჩარჩოები ხოლო თითის ანაბეჭდების სკანერი ეკრანში უნდა იყოს ჩაშენებული. ყველა პარამეტრით iPhone 8 უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სმარფონი ბაზარზე, მაგრამ, როგორც კავიშირს სიჩქარე გამონაკლისი იქნება. ბოლო მონაცემების თანახმად Apple იძულებული გახდა უარი ეთქვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

საიდუმლო არ არის, რომ Apple ხშირად იყენებს რამდენიმე მწარმოებლის ტექნოლოგიებს სხვა და სხვა კომპონენტებში, როგორიცაა ეკრანები, კამერები, მეხსიერება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მოწყობილობის მუშაობაზე არანაირად არ აისახება, მაგრამ გასულ წელს ზოგიერთი iPhone 7/Plus-ები LTE ქსელებში გაცილებით ნელა მუშაობდნენ Qualcomm-ის და Intel-ის მოდემების წყალობით, რადგანაც Intel-ის მოდემები ტექნიკურად ჩამორჩება Qualcomm-ის ჩიპებს.

როგორც გვატყობინებენ მდგომარეობა წელსაც არ შეიცვლება და Apple-ს ორივე კომპანიის დახმარება დაჭირდება. Qualcomm-ს უკვე აქვს 1 გიგაბიტი სიჩქარის მქონე მოდემები, ხოლო Intel ვერ ახერხებს დროულად მიაწოდოს ანალოგიური გადაწყვეტილებები.

ბევრი მსხვილი მობილური ოპერატორი უკვე ემზადება წლის ბოლოსკენ მე-5 თაობის LTE ქსელების გაშვებისთვის, მაგრამ თუ ჭორები გამართლდა ახალი iPhone-ებში მათი მხარდაჭერა აქრ იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here