სმარტფონების მწარმოებლებს შორის ახალი ტრენდი წარმოიშვა, რომელიც სხვა კომპანიების მზა გადაწყვეტილებებზე უარის თქმა და საკუთარი წარმოების კომპონენტებზე გადასვლაა. ყველაზე მეტად ეს პროცესორებს ეხება და ეს მიდგომა მწრაფმობელბს უფრო კარგად ოპტიმიზებული სისტემის შექმნის საშუალებას აძლევს. ახლა საკუთარ პროცესორებს ამზადებს Apple, Samsung, Huawei და უკვე Xiaomi-ც. პირველი ორი უკვე გრაფიკული ჩიპების წარმოებასაც აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციისთ თანახმად კომპანია Google აპირებს საკუთარი მობილური პროცესორების გამოშვებას.

როგორც გახდა ცნობილი, საძიებო გიგანტმა სამსახურში მანუ გულატი აიყვანა, რომელიც Apple-ის ინჟინერია. 2009 წლიდან ის Apple-ში მუშაობდა და მნიშნველოვანი როლი ითამაშა კომპანიის A სერიის პროცესორების შექმნაში. Google-ში ი სუკვე ორი თვეა მუშაობს და მისი თანამდებობაა “კრისტალზე განთავსებული სისტემების წამყვანი არქიტექტორი”.

კომპანია Apple და მსხვა მწარმოებლები ARM-ისგან იღებენ ტექნოლოგიების ლიცენზიას, თუმცა სანიმუშო გადაწყვეტილებების ნაცვლად ისინი საკუთარ ცვლილებებს ახორციელებენ სპეციალურად თავიანთი მოწყობილობებისთვის. თუ Google გადავა საკუთარი წარმოების პროცესორებზე, მაშინ ისინი კარგად იქნება ოპტიმიზებული კონკრეტულ ამოცანებზე და პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებზე.

რა თქმა უნდა აპარატული ნაწილის და პროგრამული კოდის ოპტიმიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ყოველი მწარმოებელი საკუთარი პროცესორების წარმოებას დაიწყებს ამით ფრაგმენტაციის პრობლემა კიდევ უფრო გამწვადება, ჯერ კიდევ ახლა არის საჭიროა საოპერაციო სისტემის სერიოზული ოპტიმიზაცია უამრავი განსხვავებული პარამეტრის მიხედვით, თუმცა ამან შესაძლოა დადებითი ეფექტიც იქონიოს და მწარმოებლებს არ გაუჭირდეთ განახლებების დროულად გამოშვება სმარტფონებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ პროცესორის მწარმოებელთან არ მოუწევთ ამ საკითხზე თანამშრომლობა და საკუთარი პროცესორისთვის ადვილად დაწერენ განახლებულ დრაივერებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here