iOS 10.3-ის გამოსვლიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კომპანია Apple-მა გამოუშვა iOS 10.3.1 განახლება. განახლებაში არანაირი ახალი ფუნქციონალი ან ცვლილება არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 10.3-ში კომპანიამ 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა ამოიღო და უფრო მეტიც, 10.3.2 ვერსიის ბეტა ანაწყობები უკვე მიუწვდომელია 32-ბიტიანი პროცესორების მქონე მოწყობილობებისათვის. მიუხედავად ამისა 10.3.1-ში მათ მაინც ჩართეს 32-ბიტიანი აპლიკაციების და მოწყობილობების მხარდაჭერა და მისი გადმოწერა შეიძლება iPhone 5, iPhone 5C და iPad 4-ზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია Apple-ის დამოკიდებულება 32-ბიტიანი მოწყობილობების მომავალთან მიმართებაში. კომპანია უკვე დიდი ხანია დეველოპერებს მოუწოდებს მათი აპლიკაციები 64-ბიტზე გადაწერონ და 200 000 აპლიკაციას და თამაშს AppStore-დან წაშლითაც კი ემუქრება.

გაგრძელდება თუ არა განახლებების მიწოდება iPhone 5, iPhone 5C და iPad 4-ზე iOS 11-ის გამოსვლამდე უცნობია, მაგრამ შესაძლოა 10.3.1 ამ მოწყობილობებისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here