iPhone 7-ზე ქსელთან კავშირის პრობლემების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციის პრობლემა საიუბილეო iPhone X-ის მომხმარებლებსაც აქვთ. Apple-ის ოფიციალურ ფორუმზე და სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი იდება შემომავალი ზარის მიღებისას დაფიქსირებულ ბაგზე.

Apple-ის ოფიციალური მხარდაჭერის ფორუმზე მსგავსი შეტყობინებების რაოდენობა 1000-ზე მეტია. შემომავალი ზარისას მომხმარებლებს ესმით რიგნტონი და ვიბრაცია, მაგრამ ეკრანი გამორთული რჩება და ის მხოლოდ 6-10 წამის მერე ინთება.

ზოგიერთ მომხმარებელს საოპერაციო სისტემის გადაყენებამ უშველა, თუმცა ბაგი ისევ ბრუნდება. Apple-ს ჯერ არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით.

წინა სტატიაApple საიტებზე ავტორიზაციას გაამარტივებს
შემდეგი სტატიაNissan-მა სასტუმროს ვიზიტორებს უპილოტო ჩუსტები დაახვედრა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი