GSMArena-ს ექსპერტებმა გაზომეს iPhone X-ის ეკრანის შეფარდება წინა პანელის ფართობთან და სხვა ფლაგმანებს შეადარეს.

“ჩარჩოების გარეშე” სმარტფონების პოპულარობა აქტიურად იზრდება. Apple-ც კი შეუერთდა ამ ტრენდს რისი დასტურიც iPhone X-ოს საგრძნობლად თხელი ჩარჩოა.

ზოგიერთი მწარმოებელი პრეზენტაციაზე ეკრანის ფართობისა და წინა პანელის ფართობის შეფარდებას აფიქსირებს, რასაც უფრო მარტივად ეკრანის ეფექტური ზედაპირი (screen-to-body) ქივია. GSMArena-ს რევიუვერებმა გაზომეს iPhone X-ის მაჩვენებლები.

სმარტფონს 5.8 დიუმის დიაგონალის მქონე ეკრანი აქვს. ზევიდან მას მოზრდილი ჩასმა აქვს სადაც წინა კამერა და სენოსრებია მოთავსებული და საერთო ჯამში ჩარჩოები წინა მოდელებთან შედარებით საგრძნობლად მცირეა.

iPhone X-ის ეფექტური ეკრანის ფართობი 81.49%-ია

iPhone X-ის ანონსამდე ერთი დღით ადრე კომპანია Xiaomi-მ Mi MIX 2 წარმოადგინა, რომელსაც ეკრანის ეფექტური ფართობი 82,63% აქვს. LG V30-ის შემთხვევაში შედეგი უფრო შთამბეჭდავია და ის 83,4% შეადგენს, ხოლო Galxu S8-ში ჩარჩოები კიდევ უფრო მცირეა და აქ 83,6% ფიქსირდება.

მოკლედ რო ვთქვათ Apple-ის ფლაგმანი ამ პარამეტრით ჯერ კიდევ ჩამოუვარდება სხვა ფლაგმანებს, რაც იმედია შემდგომ თაობებში უკეთესობისკენ შეიცვლება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here