უკვე სამი დღეს გავიდა iPhone X-ის პრეზენტაციიდან, რომელსაც ახალი აუტენტიფიკაციის სისტემა Face ID აქვს, რომლის გარშემოც ყველაზე ცხელი დისკუსიაა გამართული. ცნობილი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი მისი მუშაობის პრინციპების შესახებ: აღმოჩნდა, რომ ჯერ-ჯერობით FaceID მხოლოდ ერთ სახეს ამოიცნობს განსხვავებით TouchID-ისა, რომელზეც რამდენიმე თითის ანაბეჭდის რეგისტაცია იყო შესაძლებელი.

ერთი სახე

სისტემის შემქმნელებმა ეს იმ შეზღუდვით ახსნეს, რომ ათი თითისგან განსხვავებით მომხმარებელს ერთი სახე აქვს და სხვა სახეების მხარდაჭერა საჭირო არ არის. ამასთანავე ცნობილია, რომ ბევრი მომხმარებელი თავის ტელეფონს თავისი ოჯახის წევრებს უზიარებს და მათ შეუზღუდავ წვდომას აძლევს მოწყობილობაზე. ეს არ არის პრობლემა TouchID-ის შემთხვევაში, მაგრამ Face ID ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ყოველი შემთხვევისთვის ჯერ-ჯერობით.

FaceID-ის გამორთვა

ასევე ცნობილი გახდა ის თუ, როგორ შეიძლება FaceID-ის დროებით გამორთვა. ამის შესახებ მრავალტანჯულმა კრეიგ ფედერიგმა ერთ-ერთ მომხმარებელს მიწერა. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში გავაკეთოთ, როცა ვინმეს უნდა გავუზიაროთ ტელეფონი.

კრეიგი წერს, რომ თუ თქვენ გძარცვავენ ან თუნდაც ეჭვიანი პარტნიორი გადაწყვეტს თქვენი მიმოწერა წაიკითხოს და ამისთვის ტელეფონს სახესთან გიტრიალებთ, თქვენ უბრალოდ “სმარტფონის ორივე მხარეს ღილაკებს დააჭერთ, რითაც დროებით გაითიშება FaceID” სისტემის ხელახალი აქტივაციისთვის პაროლის შეყვანა იქნება საჭირო.

Touch ID-ის გამორთვა

სხვათაშორის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ iOS 11-ში შესაძლებელია Touch ID-ის გამორთვაც, რაც ჩართვის ღილაკზე სწრაფად 5-ჯერ დაჭერით ხდება. ამის შემდეგ ანაბეჭდების ამოცნობის სისტემის ისევ ჩასართავად PIN კოდის შეყვანა იქნება საჭირო. მოკლედ თუ გინდათ შეინარჩუნოთ თქვენი საიდუმლოებები iPhone-ში მზად უნდა იყოთ სწრაფად დააჭიროთ ღილაკების შესაბამის კონფიგურაციას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here