Samsung-მა გუშინ სან-ფრანცისკოში ჩატარებულ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი Galaxy Fold წარმოადგინა, რომელიც 7,3 დიუმიანი კეცვადი ეკრანით არის აღჭურვილი. სმარტფონი შეზღუდული 1 მილიონიანი ტირაჟით გამოდის და მხოლოდ 10 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. გაყიდვაში ის 26 აპრილს შემოვად და 1980 $ ეღირება.

https://www.youtube.com/watch?v=7r_UgNcJtzQ

Galaxy Fold-მა მიიღო თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც კირპუსზე გვერდით არის მოთავსებული, ახალი თაობის პროცესორი და 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

სმარტფონს აქვს ორმაგი აკუმლატორული სისტემა, რომელსაც შეუძლია თვითონ დაიმუხტოს და უკაბელოდ დამუხტოს სხა მოწყობილობები, რომელიც რევერსული უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგიით არის შესაძლებელი.

Samsung-მა ასევე წარმოადგინა ფლაგმანური სმარტფონების მე-10 სერია, რომელშიც შევიდა Galaxy S10, უფრო მძლავრი Galaxy S10+ და კერამიკის კორპუსის მქონე 1 ტერაბაიტიანი მეხსიერებით, Galaxy S10e კომპაქტურ კორპუსში და Galaxy S10-ის 5G ვერსია, რომელიც თითქმის არავის არსად არაფერში არ გამოადგება გარდა იმ ადგილებისა სადაც მე-5 თაობის მობილური ქსელებია ხელმისაწვდომი.

https://www.youtube.com/watch?v=ZCfgkIyD9g0

კომპანიამ ასევე წარმოადგინა ტარებადი ელექტრონული მოწყობილობები: Galaxy Watch Active, სამაჯური Galaxy Fit და უკაბელო ყურსასმენები Galaxy Buds.


https://www.youtube.com/watch?v=LRTqadjEkiQ

პრეზენტაციის სრული ვიდეოჩანაწერი:

https://www.youtube.com/watch?v=ISjiJQGJ72o


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here