გასულ თვეში Xiaomi Redmi 6A გახდა კომპანიის ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონი. ამ დღეებში კომპანიამ წარმოადგინა გაჯეტის ახალი მოდიფიკაცია, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებისათვის, რომელთაც სჭირდებათ მეტი ოპერატიული და შიდა მეხსიერება. მოწყობილობის ღირებულება მყიდველთა უმეტესობისათვის ხელმისაწვდომი დარჩა.

გაყიდვების დასაწყისში ბაზარზე იყო მოწყობილობის მხოლოდ ერთი ვერსია, რომელსაც ჰქონდა 2გბ ოპერატიული მეხსიერება და 16გბ შიდა მეხსიერება. მოგვიანებით დააანონსდა 3/32-გბ-იანი ვერსია, გუშინ კი კომპანიამ წარმოადგინა 4/64-გბ-იანი ვერსიაც.

სმარტფონი წინა ვერსიებისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება. მას ექნება პროცესორი Helio A22, 5,45დიუმიანი ეკრანი HD+ გაფართოებით. მთავარი კამერა 13მპ და წინა კამერა 5მპ.

სმარტფონის ღირებულება 94 დოლარს შეადგენს, 3/32გბ ვერსიის – 105 დოლარს, ხოლო ბოლო მოდელი 150 დოლარი ეღირება. მოდიფიცირებული სმარტფონის გაყიდვა ჩინურ ბაზარზე დღეს, 10 ივლისს დაიწყება.

წინა სტატიასად დაეზღვიოთ ?
შემდეგი სტატიაგეიმერების რეალური რაოდენობა Steam-ზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი