პროგრამისტმა და გეიმდიზაინერმა ტაილერ გლეიერმა გასულ კვირას იპოვა გზა დაეთვალა Steam-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა. Valve-მ მალევე იპოვა რომ ხვრელი აღმოაჩინეს და აღმოფხვრა სიტუაცია. თუმცა, პროგრამისტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა. პორტალმა ArsTechnica ოპერატიულად წამოადგინა ინფორმაცია 13 282 პოპულარული თამაშის შესახებ.

Steam API -ის კვლევის შედეგად გლეიერმა აღმოაჩინა, რომ მოთამაშეები, რომლებმაც გარკვეული მიღწევა აიღეს თამაშში (არ აქვს მნიშვნელობა, როგორი), კოდში გარკვეული სიზუსტით არის აღნიშნული – მძიმის შემდეგ 16 სიმბოლო. ზუსტად ამ ინფორმაციამ მისცა საშუალება რომ დაეთვალა გეიმერების რაოდენობა, რომლებმაც ერთხელ მაინც ჩართეს თამაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here