ცნობილი გახდა, რომ PlayerUnknown’s Battlegrounds ხელმისაწვდომი გახდება PlayStation 4-სთვის. შუტერის PS4-ზე გამოსვლის შესახებ ხმები აქამდეც ისმოდა, თუმცა კომპანია Sony დუმილს ამჯობინებდა. ახლა კი ინფორმაცია დადასტურდა: კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა გამოსვლის თარიღი.

PUBG PS4-ზე ხელცარიელი არ გამოჩნდება. მასში იქნება კომპანია Sony-საგან მოწოდებული ექსკლუზიური ნივთები. წინასწარი შეკვეთით შესაძლებელია Uncharted -დან ნათან დრეიკის კოსტიუმის და The Last of Us-დან ელის ჩანთის მიღება. ეს ნივთები ნებისმიერი მებრძოლის გარდერობში სასურველი ნივთებია.

PlayStation 4-სთვის  PlayerUnknown’s Battlegrounds გამოვა 2018წლის 8 დეკემბერს. წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე შესაძლებელია. რაც უფრო ძვირია ვერსია,  მით უფრო მეტი ბონუსები აქვს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here