2-4 ნოემბერს თიბისის მხარდაჭერით თბილისი მოლში პოპკულტურისა და ტექნოლოგიების სამდღიანი ფესტივალი – Caucasus con გაიმერთა, რომელიც აერთიანებდა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების, ანიმაციის, კომპიუტერული თამაშების, კომიქსების, ქოსფლეის, კიბერ-სპორტისადა უახლესი ტექნოლოგიების სფეროებს.

ღონისძიებები 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებდა:

  1. ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი, რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
  • ანიმაციური ჯემი – 48 საათიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში შეიქმნება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები. 
  • საკონკურსო პროგრამები – ანიმაციური სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებადა მოწვეული ჟიურის მიერ საუკეთესოს გამოვლენადა დაჯილდოება.
  • პანორამა – უახლესი ანიმაციური ფილმების კონკურს გარეშე ჩვენებები.
  • რეტროსპექტივა – ბოლო წლებში დაშექმნილი ანიმაციური ფილმების ნარჩევიკრებულის ჩვენება.

      2. კომპიუტერული თამაშების ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც              გაიმართა:

  • კონკურსი თამაშების პროტოტიპის/დასრულებული ვერსიების შექმნაში.
  • ასევე ჩატარდა კოსტუმირებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღებეს წინასწარ დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა თამაშების ცნობილი პერსოპნაჟების კოსტიუმებით, რომლებიც მონაწილეებმა თავად შექმნეს.

      3. გამოფენა:

  • გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო და გასართობი ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა მსოფლიო ბრენდებმა და ინდუსტრიაში მოღვაწე ლოკალურმა და საერთაშორისო კომპანიებმა, სტარტაპერებმა, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს.

      4. ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების 
     მასტერკლასები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ თემებს:              

  1. ანიმაციური ფილმებისწარმოება
  2. კომპიუტერული თამაშების წარმოება
  3. კომიქსების ინდუსტრია
  4. საბავშვო წიგნების წარმოება და ილუსტრაცია
  5. ანიმე ფილმების წარმოება
  6. ციფრული ხელოვნებადა მხატვრობა

კოსპლეისშეჯიბრის საპრიზოფონდი:
I. ადგილი – 1000 ლარი
II. ადგილი – 500 ლარი
III. ადგილი 300 ლარი

ჟიურის წევრები:

  • გერმანელი ქოსფლეი არტისტი – ფენვარია
  • აზერბაიჯანელი ქოსფლეი არტისტი – ზოროჩი
  • ქართველი ქოსფლეი არტისტი – სანგინარიუს ქოფლეი
  • ქოსფლეი არტისტი – არაქსი

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანი იყო საქართველოში ანიმაციისა და კომპიუტერული თამაშების განვითარების ხელშეწყობა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here