Tokyo Game Show 2018-ის გამოფენაზე ქართული კომპიუტერული თამაში SLICE წარდგა.

Tokyo Game Show თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ხოლო აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი ღონისძიება გახლავთ.

სხვა ბევრ აქტივობასთან ერთად, ღონისძიება მოიცავს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი დეველოპერის უკვე დარელიზებული თუ ჯერ მზადებაში მყოფი პროექტის ჩვენებას,  ხშირ შემთხვევაში ვიზიტორები ადგილზევე თამაშობენ თამაშებს.

წლევანდელ TGS-ზე კი პირველად საქართველოში შექმნილი კომპიუტერული თამაში SLICE-იც იღებდა მონაწილეობას, რომელიც ადგილზე უამრავმა ვიზიტორმა ნახა და ითამაშა.

SLICE-მა პოლონელი ორგანიზაციის, Game Industry Conference-ის სტენდთან გაიყო წარსადგენი ადგილი.

თამაშის დეველოპერები გიორგი აბელაშვილი და ნუკრი ჟვანია გახლავთ, ხოლო კომპოზიტორი – ნუგო ლობჟანიძე.

აღსანიშნავია, რომ თამაშის თემატიკა, ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი, რაც ღონისძიებისთვის სახასიათო დამთხვევაა.

ღონისძიება 20-23 სექტემბერს გაიმართა, ქართველი მონაწილეების სამგზავრო ხარჯები GITA-მ დააფინანსა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here