Nintendo Switch – ახალი სათამაში კონსოლი

807

თითქმის წლინახევრის წინ Nintendo-მ NX სათამაშო კონსოლის გამოშვება დააანონსა და უკვე კოდური დასახელების ნაცვლად ოფიციალური სახელიც გახდა ცნობილი: Switch. როგორც უთვალავი ჭორებიდან უკვე ცნობილი იყო ეს ჰიბრიდული, მობილური და საშინაო კონსოლია პლანშეტის ელემენტებით და მოხსნადი კონტროლერებით.

პლანშეტი თავისთავად თხელი და ლამაზია და მისი ეკრანის ზომა დაახლოებით 7 დიუმია, ხოლო მისი გარჩევადობა ჯერ-ჯერობით უცნობია. სახლში ის სპეციალურ დოკს უერთდება, რისი საშუალებითაც ის ტელევიზორთან მუშაობს. სხვა შემთხვევაში ის ხელში უნდა დაიჭიროთ კონტროლერივით ან დააყენოთ სპეციალურ სადგამზე, რომელიც კორპუსშია ჩაშენებული.

კონსოლი აწყობილია უცნობი Nvidia Tegra პროცესორით, რომელიც იგივე არქიტექტურაზეა დაფუძნებული, რაზეც ტოპ მახასიათებლების მქონე GeForce გრაფიკული ბარათბი. ჯერ-ჯერობით ძნელია ითქვას, თუ რომელ ჩიპთან გვაქვს საქმე და რა წარმადობის პროცესორები გამოიყენება ახალ პროდუქტში.

კონტროლერები სწორედ ისეთია, როგორსაც ველოდით. Nintendo მათ “Joy-Con”-ებს ეძახის. ისინი შეუძლება მიმაგრებული იყოს ცენტრალურ მოდულს, რა დროსაც მათ გამოყენება ერთი კონტროლერის სახით არის შესაძლებელი, ასევე შეიძლება მათი ცალ ცალკე გამოყენება მსგავსად Wii U კონტროლერებისა და გათვალისწინებულია ცალკეული მოდულის ცალკე მინიატურულ გეიმპადად გამოყენებაც.

თუ რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები თქვენთვის მიუღებელია, Nintendo “Pro Controller”-ებსაც გვთავაზობს უფრო ტრადიციული გადაწყვეტილების სახით. თრეილერში ჩანს მრავალმომხმარებლიანი თამაშები, მრავალი კონტროლერებით ერთ სისიტემაში ან რამდენიმე Switch კონსოლი ერთმანეთთან ქსელურ კავშირში. რა თქმა უნდა იქნება ონლაინ თამაშებიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here