Amazon-ზე გაყიდვადი Apple-ის ტექნიკის დამტენების უმრავლესობა ყალბია

784

Apple-მა სარჩელი შეიტანა კომპანია Mobile Star LLC-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ისინი Apple-ის ტექნიკის ყალბ დამტენებსა და კაბელებს აწარმოებენ. საჩივრის დეტალებიდან გამომდინარე კუპერტინომ შეიძინა და დატესტა 100-ზე მეტი Lightning კაბელი და და მტენი, რომელიც “Fulfilled by Amazon” ლეიბლს ატარებს ბოლო 9 თვის განმავლობაში. შედეგად 90%-ზე მეტი დამტენი ყალბი აღმოჩნდა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ Apple-ის აქსესუარების უმრავლესობა ყალბია და ამის ფონზე Amazon-ის შემოთავაზებების მიმართ მყიდველების დონეც ეცემა.

როცა Apple-მა ამის შესახებ Amazon-ს შეატყობინა და პასუხად მიიღო, რომ მის მიერ საიტზე განთავსებული დამტენების უმრავლესობა Mobile Star LLC-ის მერ არის წარამოებული. როგორც ვიცით არასერტიფიცირებული კაბელები და დამტენები არ გადის სპეციალურ ტესტირებას სამომხმარებლო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და ტექნიკის აალება შეიძლება გამოიწვიოს. ტიმ კუკის კომპანია ითხოვს სასამართლოსგან პეციალურ სანქციებს, რომელიც ყალბი აქსესუარების განადგურებას და მატი მომავალში გაყიდვიდან ამოღებას.

Amazon-ის განცხადებით ისინი დაინტერესებული არიან მათ ონლაინ მაღაზიაში არ იყიდებოდეს კონტრაფაქტული საქონელი და ამისთვის მჭიდრო კავშირში არიან მწარმოებლებთან და აგრესიულ და დროულ რეაგირებას გვპირდებიან მომავალშიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here