მასკი დაახლოებით 7,1 მილიარდ დოლარს მიიღებს 19 ინვესტორისგან, წერს Bloomberg აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტებზე დაყრდნობით. მათ შორისაა...
ანალიტიკური ფირმა StatCounter-ის თანახმად, Chromium-ზე დაფუძნებულმა Microsoft Edge-მა გადააჭარბა სამაგიდო ბრაუზერების ბაზრის 10%-ს 2022 წლის აპრილში. ეს ნიშნავს, რომ Edge გახდა...
უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღის საპატივცემულოდ, Instagram-მა დაამატა ანგარიშის მართვის ახალი ინსტრუმენტები. ახლა განყოფილებაში "თქვენი ქმედებები" შეგიძლიათ იხილოთ მოქმედებების ისტორია სოციალურ ქსელში.
ყველა...
ქსელში გამოჩნდა ახალი Apple M2 ჩიპების პირველი ბენჩმარკები. ისინი აღმოჩენლ იქნა Geekbench 5 სინთეტიკური ტესტის მონაცემთა ბაზაში. ტესტებმა აჩვენა, რომ გამოთვლითი...
M2
ახალი პროცესორის გამტარობა 100 გიგაბაიტია წამში და მას 24 გიგაბაიტამდე მეხსიერება აქვს. M2 ჩიპი 25%-ით უფრო მძლავრი გრაფიკული სისტემითაა ვიდრე M1,...
Sega აპირებს გააცოცხლოს თავისი წარსული დიდება კიდევ ერთხელ ახალ რეტრო კონსოლთან ერთად. კომპანიამ გამოაცხადა Mega Drive Mini 2. მიუხედავად იმისა, რომ...
მაიკროსოფტმა გამოუშვა ახალი კროს-პლატფორმული Microsoft Defender აპი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის. აპლიკაცია გამარტივებული მართვის პანელია, რომელსაც შეუძლია დაინსტალირებულ ანტივირუსულ პროგრამასთან დაკავშირება...
Sega აპირებს გააცოცხლოს თავისი წარსული დიდება კიდევ ერთხელ ახალ რეტრო კონსოლთან ერთად. კომპანიამ გამოაცხადა Mega Drive Mini 2. მიუხედავად იმისა, რომ...
Microsoft-მა გამოუშვა დიდი კუმულაციური განახლება Windows-ისთვის, როგორც ტრადიციული Patch Tuesday-ის ნაწილი. იგი შექმნილია არა მხოლოდ Windows 11 და 10, არამედ Windows...
საშუალოდ ერთი იაპონელი დღეში 10 გრამზე მეტ მარილს მოიხმარს, რაც რეკომენდებულ რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება. ასე რომ, იაპონიის მეიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საკვებისა...
დიდ ბრიტანეთში შემუშავდა საგზაო მოძრაობის ახალი წესები, რომლებიც საშუალებას მისცემს მძღოლებს უყურონ ტელევიზორს უპილოტო მანქანების მართვის დროს. ამისათვის მანქანა უნდა დარეგისტრირდეს...
როგორ ფიქრობთ, ბანანის გაფრცქვნა ადვილია? არ აქვს მნიშვნელობა როგორ! ეს ძალიან რთული და დელიკატური პროცესია, რომლის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც...
ბიტკოინის ფაის 20000$-ზე დაბლა დაეცა. Bloomberg-ის მონაცემებით 2020 წლის დეკემბრის შემდეგ კრიპტოვალუტა პირველად ჩამოვიდა 19,4 ათას დოლარამდე. ციფრული ვალუტის ფასი ბოლო...
მასკი დაახლოებით 7,1 მილიარდ დოლარს მიიღებს 19 ინვესტორისგან, წერს Bloomberg აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტებზე დაყრდნობით. მათ შორისაა...
Apple TV-ს ექნება რამდენიმე მომხმარებლის მხარდაჭერა. ყოველ მომხამრებელს ექნება საკუთარი პროფილი, კონტენტის კოლექცია და მუსიკა.
მოწყობილობას შეძლიათ შეუერთოთ Xbox One და PlayStation 4-ის კონტროლერები (რა თქმა უნდა მათი ხმარდაჭერა iOS-სა და iPad OS-ში იქნება). ფაქტიურად Apple TV შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მინი კონსოლი.
Apple Music ტელევიზორზე სიმღერების ტექსტებს გამოიტანს, რეალურ დროში.
Watch OS – 6
საათზე დაემატება კალკულატორი, რომელსაც ანგარიშების გაყოფა შეეძლება, მაგ. რესტორანში გადახდისას.
გაეშვება სრულფასოვანი App Store საათებისთვის – შესაძლებელი იქნება აპლიკაციების მოძიება და დაყენება სმარტფონის გარეშე. გამოჩნდება პირველი აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ საათისთვის იქნება შექმნილი.
აუდიო სტრიმინგის API საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას და პოდკასტებს გარეშე მწარმოებლებისგან სმარტფონის გარეშე.
საათზე გამოვა აპლიკაცია აუდიო წიგნების მოსასმენად და ხმოვანი ჩანაწერების გასაკეთებლად.
საათი შეძლებს watchOS-ის განახლებების ჩატვირთვას სმარტფონის გარეშე.
იქნება შესაძლებლობა გაიზომოს ხმაურის დონე: საათი რეკომენდაციას მოგცემთ გახვიდეთ ხმაურიანი ადგილიდან.
საათი მანქანური დასწავლის ალგორითმებით შეძლებს ჯანმრთელობის ტრენდებზე დაკვირვებას და შესაბამისი რჩევების მოცემას – მაგ. კვირის ბოლოს უფრო მეტი სეირნობის და ნაკლები ჯდომის შესახებ.
iOS 13
iOS 12-ის მსგავსად აქაც უმთავრესად ოპტიმიზაციაზე და სიჩქარეზეა გაკეთებული აქცენტი.
Face ID-ით განბლოკვა 30%-ით აჩქარდება.
შემცირდება აპლიკაციების ზომა და ისინი სმარტფონში 50%-ით ნაკლებ ადგილს დაიკავებენ, ხოლო მათი განახლებების ზომა 60%-ით შემცირდება.
აპლიკაციების გაშვების სიჩქარე გაორმაგდება.
იქნება ნანატრი მუქი თემა, რომელიც რეალიზებულია სისტემაში, ასე რომ დეველოპერებს აპლიკაციებში ამ ფუნქციის ჩართვა ძალიან გაუმარტივდებათ.
SWYPE კრებულის მხარდაჭერა Android-ის მსგავსად, მხოლოდ ამ შემთხვევაში სისტემური კლავიატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
AirDrop-ით ფოტოგრაფიის გაგზავნისას სისტემა ავტომატურად ამოიცნობს ხალხს სურათებზე და შემოგთავაზებთ მათს აიფონებზე გაგზავნას, თუ ისინი ახლოს იმყოფებიან.
ემოჯი როგორც იქნა მოშორდება ღილაკს გლობუსის პიქტოგრამით.
გადამუშავდა ფოსტის, ბრაუზერის და შეხსენებების აპლიაციები – ფოსტაში შესაძლებელია წერილის შედგენისას ყველა იმფუნქციონალით სარგებლობა რაც სამაგიდო ვერსიაში გვხვდება, ხოლო ბრაუზერის პარამეტრების მოწყობა უკვე ნებისმიერი საიტისთვის ცალკე იქნება შეაძლებელი.
Apple Maps უფრო დეტალური გახდება და Street View ფუნქციონალს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე.
Apple-მა შექმნა საკუთარი API – “Apple-ით ავტორიზაცია”. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სერვისებზე რეგისტრაცია ისე, რომ პირადი ინფორმაცია არ გააზიაროთ. საჭიროების შემთხვევაში Apple შექმნის ფიქტიურ ელ-ფოსტას, რეგისტაციისთვის კონკრეტულ აპლიკაციაში, რომელიც თქვენს რეალურ ფოსტაში გადააგზავნის საჭირო კორესპოდენციებს.
Memoji უკვე ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოწყობილობაზე რომელსაც მინიმუმ A9 პროცესორი აქვს. მათში შესაძლებელი იქნება საკუთარი სტიკერების შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფოსტაში, შეტყობინებებში, კონტაქტებში და სხვა აპლიკაციებში.
iOS-ში გამოჩნება ფოტოების რედაქტირების უფრო მძლავრი ინსტრუმენტები (სიკაშკაშე, სიმკვეთრე, ფერადობა, ვინეტი, თეთრის ბალანსი, ხმაურის წაშლა, ავტომატური ჩასწორება), ფილტრები ვიდეოსთვის. ვიდეოს გადაბრუნება ახლა უკვე სისტემური ფუნქცია ხდება.
მანქანური მხედველობა ავტომატურად ამოირჩევს საუკეთესო ფოტოს და ავტომატურად შექმნის დღიურის მსგავს გალეერეას.
ფოტოგრაფიები დაჯგუფდება მოვლენების მიხედვით სადაც გათვალისწინებული იქნება კონტექსტი, როგორიცაა დაბადების დღეები თუ ქორწილები.
Siri-ს ხმა უკვე სრუალდ ნეიროქსელების მიერ იქნება დაგენერირებული და არა წინასწარ ჩაწერილი ფრაგმენტებისგან, რითაც გრძელი ფრაზები უფრო ბუნებრივად გაჟღერდება.
HomePod შეძლებს პირდაპირ გააგრძელოს iPhone-ზე გაშვებული მუსიკის დაკვრა, მაშინათვე, როცა მომხმარებელი სახლში შევა.
AirPods-ებით შესაძლებელი გახდება პირდაპირ ხმით პასუხი.
ერთ iPhone-ზე შსაძლებელი გახდება რამდენიმე AirPods-ების შეერთება.
Wi-Fi-ის შეცვლა ახლა უკვე პირდაპირ Control Center-ში იქნება შესაძლებელი.
შესაძლებელი გახდება კონკრეტული აპლიკაციების ენის შეცვლა.
შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ზომის აპლიკაციების გადმოწერა მობილური ინტერნეტის საშუალებით.
3D Touch ფუქცია ჩაირთვება ყველა მოწყობილობაში.
iOS 13-ში არ იქნება iPhone 6-ის მხარდჭერა, თუმცა iPhone SE ჯერ-ჯერობით მიიღებს ამ მაჟორულ განახლებას.
iPad OS
Apple-ის პლანშეტებმა მიიღეს საკუთარი საოპერაციო სისტემა, რომელიც გამოეყო iOS-შ.
iPad-ის ინტერფეისი უფრო მიუახლოვდება MacOS-ის დიზაინს. ვიჯეტები ირდაპირ სამუშაო მაგიდაზე იქნება ხელმისაწვდომი.
მრავალფანჯრიანი რეჟიმი უფრო გართულდა და მიიღო დამატებითი ჟესტები აპლიკაციებს შორის გადაადგილეისათვის და მონაცემების გადატანისათვის.
iPad ახალა უკვე გარე მყარ დისკებთან და ფლეშკებთან იმუშავებს, ასევე შესაძლებელი იქნება მაკიდან ფოლდერების გადატანაც.
Safari იმუშავებს, როგორც სრულყოფილი სამაგიდო ბრაუზერი, კლავიატურის მხარდაჭერით და ჩამოტვირთვების მენეჯერით.
გამოჩნდა სწრაფი კოპირება და ჩასმა სამი თითის საშუალებით.
Apple Pencil-ის დაყოვნება 20 მილიწამიდან 9 მილიწამამდე შემცირდა.
iPad OS-ში მაუსის სრული მხარდაჭერა იქნება, ხოლო კლავიატურით შესაძლებელი გახდება საოპერაციო სისტემის სრული ფუნქციონალით სარგებლობა.
macOS Catalina
macOS-ის შემდეგი ვერსიის სახელი იქნება Catalian
Apple-მა iTunes-გააუქმა და მის ნაცვლად სამი ახალი აპლიკაცია Apple Music, Apple TV და პოდკასტები წარმოადგინა.
iPhone-ის სინქრონიზაცია უკვე ჩაშენებულია MacOS-ის პარამეტრების აპლიკაციაში.
პოდკასტების აპლიკაციაში მანქანური დასწავლით შესაძლებელი გახდება ტექსტური ძიება.
macOS-ში ახლა უკვე HDR10, Dolby Vision და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა იქნება
iPad-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მაკის დამატებითი ეკრანი, რომელზეც Apple Pencil-ით მუშაობა იქნება შესაძლებელი ამავდროულად.