ყოველწლიურ კონფერენციაზე დეველოპერებისთვის WWDC 2019 – Apple-მა წარმოადგინა ახალი კომპიუტერი Mac Pro, რომელიც ბოლოს 2013 წელს განახლდა.

ტექნიკური მონაცემები

  • პროცესორი Intel Xeon – 28 ბირთვით და 300 ვატი ენერგომოხმარებით, გაგრილების ინოვაციური სისტემით, რომელიც მას სრულ სიმძლავრეზე მუშაობის საშუალებას აძლევს. სისტემაზე შესაძლებელია 1.5 ტერაბაიტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება.
  • კომპიუტერს ოთხი ვიდეო ბარათის სლოტი აქვს სადაც ოთხი AMD Radeon Vega Pro-ს დაყენება და 58 ტერაფლოპსი წარმადობის მიღწევაა შესაძლებელი. მათზე ერთდროულად შეიძლება თორმეტი 4K გარჩევადობის ტრანსლაციის გაშვება.
  • კომპიუტერს ასევე აქვს ორი USB-C და ორი USB-A პორტი. რა თქმა უნდა არის 3.4 მმ. აუდიო ჯეკიც.
  • Mac Pro-ს შეგიძლიათ მიამაგროთ ბორბლები მისი მარტივად გადაადგილებისათვის.

მოწყობილობის გაყიდვები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. საწყის კონფიგურაციაში 8 ბირთვიანი პროცესორით, 32 გიგაბაიტი მეხსიერებით, 256 გიგაბაიტიანი SSD-ით და Radeon Pro 580X ვიდეო ბარათით სისტემა 5999 დოლარი ეღირება.

Apple-მა ასევე წარმოადგინა ახალი მონიტორი Retina 6K – 32 დიუმიანი დიაგონალით და HDR-ის მხარდაჭერით, რომელიც მყიდველს 4999 დოლარი დაუჯდება, ხოლი მისი სადგამის ფასი ცალკე 999 დოლარი იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here