ევროპული კოსმოსური სააგენტოს პრესკონფერენციაზე, დადასტურდა ჭორები იმის შესახებ, რომ ვერ ხერხდება დამყარდეს კონტაქტი Chiaparelli-თან, რომელიც მარსის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყო.

სააგენტოს წარმომადგენლის ანდრეა აკომაცოს განცხადებით ინციდენტი პარაშუტის გახსნის შემდეგ მოხდა და მანამდე ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა. “ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ სრულიად გავერკვეთ მომხდარში” – თქვამ აკომაცომ.

ინფორმაციის გაშიფრვა, რომელიც მიღებული იქნა დაშვებისას ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სააგენტოში ელოდებიან პირველ ფოტოებს, რომელიც მოდულმა გადაიღო. ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება უფრო ზუსტი დასკვნების გამოტანა, თუ რა მოხდა სინამდვილეში წითელ პლანეტაზე.

მეცნიერები ჯერ კიდევ ელოდებიან სიგნალს აპარატისგან. სპეციალისტები გათვლით მოდული ატმოსფეროსი 122 კილომეტრის სიმაღლიდან, 21 000 კმ/სთ სიჩქარით შევიდა. პარაშუტი ზედაპირიდან 11 კილომეტრის მანძილზე გაიხსნა, როცა მოდულის სიჩქარე 1650 კმ/სთ იყო.

მოდული Schiaparelli უნდა გადმოსცემდეს სრულ ინფორმაციას ტელემეტრიის შესახებ ორბიტალური TGO მოდულის საშუალებით, რომელიც მონაცემებს დედამიწაზე აგზავნის.

ინდოეთში განთავსებულმა უდიდესმა საანტენო სადგურმა მიიღო პირველი და ერთადერთი სიგნალი პირდაპირ მოდულიდან, რომელიც დაშვების ეტაპზე განხორციელდა და გარკვეული დროის შემდეგ გაქრა. ამ სიგნალის გაშფრვის შემდეგ დადგინდა, რომ აპარატმა ორი ძლიერი დარტყმა განიცადა, რომლებიც თავიდან სპოილერის და შემდგომში პარაშუტის გახსნის დროს ემთხვევა, რაც გეგმის ფარგლებს არ ცდება.

პრესაში გამოჩნდა მთელი რიგი მოსაზრებებისა, რომ სიგნალი იმ მომენტში გაწყდა, როცა სამუხრუჭე ძრავები უნდა ჩართულიყო და აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მათ არ იმუშავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

როგორც პრაქტიკიდან არის ცნობილი ხშირად იყო შემთხვევები, როცა გაშვებული მოდულისგან სიგნალის მიღებას რამდენიმე დღე ჭირდებოდა, რაც ძალიან მცირე შანსს კიდევ ტოვებს სააგენტოსათვის.

წარმატებული დაჯდომის შემდეგ Schiaparelli უნდა გადავიდეს ძილის რეჟიმში და პირველი ინფორმაცია ზონდის მდგომარეობის შესახებ უნდა გადმოიცეს მაშინ, როცა მის თავზე რომელიმე ორბიტალური მოდული გადაიფრენს.

წინა სტატიაAmazon-ზე გაყიდვადი Apple-ის ტექნიკის დამტენების უმრავლესობა ყალბია
შემდეგი სტატიაკიბერშეტევის შედეგად მიუწვდომელიაTwitter, Spotify, Shopify და ბევრი სხვა სერვისი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი