521693708

მასიურმა კიბერშეტევამ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე უამრავი პოპულარული ვებ-საიტი გახადა მიუწვდომელი და ზოგიერთი ახლაც არ იხსენბა.

Twitter, SoundCloud, Spotify, Shopify, TheVerge და სხვა საიტიები უბრალოდ არ იხსნება მომხმარებლების უმრავლესობისთვის. გათიშვა მოხდა DDOS (Distributed Denial of Service) შეტევის გამო DNS სერვის პროვაიდერზე Dyn, რასაც კომპანიაც ადასტურებს.

Dyn და სხვა DNS პროვაიდერები მოქმედებენ, როგორც ბრაუზერის ბმულების IP მისამართებად გარდამქმნელი სერვერები. Dyn-ზე შეტევით შესაძლებელია ამ სერვისის დროებით შეჩერება და საბოლოო ჯამში იქ დარეგისტრირებული საიტების გათიშვაც.

სხვა საიტები სადაც ნაწილობრივ პრობლემები დაფიქსირდა არის Box, Boston Globe, New York Times, Github, Aibnb, Reddit, Freshbooks, Heroku და Vox Media-ს პროდუქტები. მოხმარებლები ევროპაში და აზიაში ნაკლები პრობლემების წინაშე არიან ვიდრე შეერთებულ შტატებში, DownDetector-ის საიტზეც ჩანს, რომ შეტევა ა.შ.შ-ზე არის ფოკუსირებული.

l3-outage-map

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here