კომპანია «Яндекс»-მა განაცხადა, რომ ბრაუზერის სამაგიდო ვერსიაში დაემატა ვირტუალური კონსულტანტი "ალისა". ამ ფუნქციის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი ბრძანების გამოყენებით შეასრულონ სხვადასხვა ბრძანებები: გაიგონ საჭირო ინფორმაცია, მართონ კომპიუტერი, რაც დაზოგავს დროს.

ბრაუზერის სამაგიდო ვერსიის დირექტორმა რომან ივანოვმა განაცხადა, რომ ხალხი ხმოვან ბრძანებებს სხვადასხვა სიტუაციაში იყენებს: ხმოვანი ბრძანებებით ადგენენ მარშუტებს, სიარულის დროს ახორციელებენ ძიებას, ესაუბრებიან ქოლ-ცენტრის რობოტებს. მისი თქმით, ხმოვანი ტექნოლოგია უმარტივესი საშუალებაა ადამიანსა და რობოტს შორის კავშირის დამყარებისათვის. სმარტფონებზე ეს ფუნქცია მილიონობით ახამიანს ეხმარება და უკვე სამაგიდო ვერსიაშიც დაემატება მათ ბრაუზერს. 

ალისა საშუალებას გვაძლევს ხმოვანი ბრძანების საშუალებიტ გავიგოთ ამინდის პროგნოზი, დღის სიახლეები, ვალუტის კურსი, გავხსნათ საიტები და პროგრამები, გამოვრთოთ ან დავარესტარტოთ კომპიუტერი. დამხმარეს შეგვიძლია ვთხოვოთ მოგვიძენბოს სასურველი კერძის რეცეპტი, ან მასთან ერთად ვითამაშოთ მინი თამაშები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here