Yandex-მა წარმოადგინა სამრტფონი საკუთარი ბრენდით და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მონაცემები უფრო ადრე გახდა ცნობილი, მისი მთავარი ღირსება ბირთვების რაოდენობა და მეგაპიქსელები არ არის. პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მოწყობილობის მნიშვნელოვან ფუნქციონალზე ისაუბრეს.

აპარატს 5,65 დიუმიანი IPS ეკრანი აქვს 18:9-ზე შეფარდებით და FullHD+ გარჩევადობით. ეკრანის ქვევით არის ფრონტალური კამერა შუქდიოდური განათებით. უკანა პანელი მინამალისტურია, იქ ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდების სკანერია ცენტრში მოთავსებული.

წარმადობას უზრუნველყოფს 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 630 და გრაფიკული ჩიპი Adreno 508. ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტია და შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტი, რომლის გაზრდაც microSD ბარათით არის შესაძლებლი.

Yandex.Phone მუშაობს Android 8.1 Oreo-ს მართვის ქვეშ და აქვს საფირმო სამომმხარებლო ინტერფეისი წინასწარ დაყენებული Yandex-ის აპლიკაციების პაკეტით.

სმარტფონის მთავარი ღირსება ჭკვიანი ასისტენტი ალისაა, რომელიც ნებისმიერ ეეკრანზეა აქტიური და ნებისმიერი აპლიკაციიდან მუშაობს. ეკრანის ქვედა ნაწილში ის მუდმივად გთავაზობთ სხვა და სხვა ტიპის დახმარებას და აჩვენებს ინფორმაციას ამინდის, საცობების და მარშრუტების შესახებ. ყურსასმენების შეერთებისას ის ავტომატურად შემოგთავაზებთ მუსიკის ჩართვას. ალისას გამოძახება მარტივად არის შესაძლებელი 
«Слушай, Алиса» ფრაზის წარმოთქმით.

გარდა ამისა სმარტფონი ავტომატურად განსაზღვრავს უცნობ ნომრებს Yandex-ის საძიებო სისტემის საშუალებით. გაჯეტი გაგაფრთხილებთ შესაძლო სპამის შესახებ და დაგიწერთ შესაბამისი დაწესებულების სახელს, რომელიც გიკავშიდებათ. კაფეში, ბანკში, სილამაზის სალონში ან სხვა რჩეულ ადგილებში დარეკვისთვის საკმარისია მხოლოდ ამ დაწესებულების სახელის მითითება საძიებო ველში და მისი სიიდან ამორჩევა.

Yandex.Phone-ის შეძენა 6 დეკემბრიდან რუსეთში იქნება შესაძლებელი და მისი ფასი 720 ლარი იქნება რუსულ ვალუტაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here