კომპანია Xiaomi-მ ახალი მობილური ბრაუზერი Mint Browser გამოუშვა, რომელის უმთავრესი თავისებურება მცირე ზომა (10 მეგაბაიტი) და მუშაობის სისწრაფეა. მიუხედავად სიმსუბუქისა აპლიკაციას საკმაოდ დიდი ფუნქციონალური შესაძლებლობები აქვს, რომლეიც უფრო გავრცელებულ ანალოგებშიც კი არ გვხვდება.

ბრაუზერმა მაქსიმალურად მარტივი ინტერფეისი მიიღო, რომელშიც გათვალისწინებულია საჭირო საიტებზე სწრაფი წვდომა პირდაპირ მთავარი გვერდიდან. მთელი ნავიაგცია განთავსებულია ეკრანის ქვედა ნაწილში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ მოწყობილობებზე. აპლიკაციას ღამის ღეჟიმიც აქვს, რომელიც აკუმლატორს დაზოგავს OLED ეკრანის მქონე მოწყობილობებზე. პარამეტრებში ხელმისაწვდომია პოპ-აპ ფანჯრების დაბლოკვა და ტრაფიკის ეკონომიის რეჟიმი. აპლიკაციაში არის ხმოვანი ძიება და ინკოგნიტო რეჟიმი.

ბრაუზერი ხელმისაწვდომია Google Play-ში და მხოლოდ Android მოწყობილობებზეა ორიენტირებული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here