კომპანია Samsung ადრე არ გვატყობინებდა თავისი სმარტფონების Android Oreo-მდე განახლების ზუსტ გრაფიკს და ცნობილი იყო მხოლოდ ის თარიღები, რომლებიც უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან აპარატებმა უკვე მიიღეს ახალი სოფტი. კომპანიის თურქულმა წარმომადგენლობამ ნებით თუ უნებლიედ გამოაქვეყნა მოსალოდნელი განახლებების ახალი ტალღა, რომელიც Galaxy A და Galaxy J ოჯახს ეხება. 6 ივნისს პირველები 2017 წლის Galaxy A3, A5 და A7 იქნებიან, შემდგომში უფრო ბიუჯეტური Galaxy J3, J5 Pro და J7 Pro იქნება. რა თქმა უნდა ეს მონაცემები მხოლოდ თურქულ ბაზარს შეეხება თუმცა სხვა რეგიონებთან დროში აცდენა არც ისე დიდი იქნება და გამოქვეყნებული თარიღები საკმაო სიზუსტეს გვაძლევს.

წინა სტატიაXiaomi Mi Band 3 – ახალი ბუჯეტური ფიტნეს ტრეკერი
შემდეგი სტატიაპირველი პოლიტიკური ბოტი საქართველოში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი