განახლებული საოპერაციო სისტემის პრეზენტაცია რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და სისტემა მაშინ მხოლოდ დეველოპერებისთვის გამოვიდა. ახლა უკვე Google-მა დაიწყო მისი გავრცელება OTA განახლების სახით სმარტფონებისთვის: Pixel 3A, Pixel 4, Pixel 4A, Pixel 5 და Pixel 5A. ახალი ფლაგმანები Pxel 6 და Pixel 6 Pro რა თქმა უნდა უკვე Android 12 საოპერაციო სისტემით იყიდება.

ყველაზე შესამჩნევი ცვლილებაა ახალი დიზაინი Material You, რომელიც უფრო დეტალურად ერგება მმომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს. დამატებულია ახალი ინსტრუმენტები ფერების და აპლიკაციების ხატულების, მენიუების, ვიჯეტების და სისტემის სხვა ელემენტების ერთმანეთთან შეხამებისთვის. ოქტომბრის ბოლომდე Google ათეულობით ახალ და განახლებულ ვიჯეტებს გამოუშვებს საკუთარი აპლიკაციებისთვის.

თავიდან Material You ექსკლუზიური იქნება Pixel სმარტფონებისთვის, მაგრამ მოგვიანებით გამოვა სხვა მწარმოებლების მოწყობილობებზეც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Google-მა წარმოადგინა საარგებლო ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ Pixel-ებზე იყო წარმოდგენილი. ეს შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზი გახდეს მომხმარებლებისთვის შეიძინონ კომპანიის პროდუქტები.

განახლების მისაღებად თქვენს Pixel-ზე შედით მენიუში “პარამეტრები” > “სისტემა” > “სისტემის განახლება” და შეამოწმეთ განახლება.

წინა სტატიაGoogle Pixel 6 – Pixel 6 Pro – პრეზენტაცია
შემდეგი სტატიაApple-მა წარმოადგინა ეკრანის გამწმენდი 19 დოლარად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი