რამდენიმე დღის წინ კომპანია HMD Global-მა Nokia-ს ბეტა ლაბორატორია გაუშვა, რომლის ამოცანაც მომხამრებლებისთვის Android-ის სატესტო ვერსიებზე წვდომაა. თავიდან კომპანიამ განაცხადა, რომ პროგრამა მხოლოდ Nokia 8-ს შეეხებოდა, თუმცა მოგივანებით მასში Nokia 3, 5 და 6 ჩაერთვება.

როგორც მოსალოდნელი იყო ბეტა-ტესტირებაში ჩართვა სრულიად უფასოა, თუმცა სტაბილური მუშაობის გარანტია რა თქმა უნდა არ არის. მოსალოდნელია, რომ Oreo-ს საბოლოო სტაბილური ანაწყობი წლის ბოლომდე გამოვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here