კომპანია Lenovo-მ ჩინეთში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი Moto M წარმოადგინა, რომელიც მეტალის კორპუსით, მაღალი ტექნიკური მონაცემებით და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა.

moto-m-2

ანონსამდე ცნობილი იყო სიახლის ტექნიკური მონაცემები და პრეზენტაციამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და განსხვავებული მხოლოდ Mediatek Helio P15 ჩიპსეტი აღმოჩნდა P10-ის ნაცვლად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ Moto M-მა მიიღო USB Type-C პორტი, რაც ამ სტანდარტის გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. სამრტფონის კორპუსს აქვს P2i ნანოსაფარი და წყლის წვეთებისაგან და ჭავლისაგან დაცვა.

ტექნიკური მონაცემები:

  • ჩიპსეტი: MediaTek Helio P15, 8 ბირთვი, 2.2 გჰც, გრაფიკა Mali-T860MP2
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 გბ
  • შიდა მეხსიერება: 32 გბ
  • ეკრანი: 5,5 დიუმი, 1920х1080 პიქსელი
  • მთავარი კამერა: 16 მპ, ფაზური ავტოფოკუსი
  • წინა კამერა: 8 მპ
  • ბატარეა: 3050 მა/სთ, USB Type-C სწრაფი დამუხტვა
  • თითის ანაბეჭდების სკანერი: უკანა პანელზე
  • აუდიო: Dolby Atmos
  • კავშირი: ორი SIM-ბარათის სლოტი, 4G LTE
  • საოპ. სისტემა: Android 6.0 Marshmallow
  • კორპუსი: მეტალის
  • ფერები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი

Moto M – 11 ნოემბერს გამოვა ჩინეთის ბაზარზე და მისი ფასი 1999 იუანი იქნება, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 300 დოლარია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here