ჩინურმა კომპანია Vivo-მ ოფიციალურად გაასაჯაროვა Xplay 7-ის გარეგნული და ტექნიკური მონაცემები. სიახლეს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება ექნება. პირველი, გაჯეტს არ ექნება არანაირი ჩარჩო ეკრანის გარშემო და სენსორული პანელი ეკრანის მთელ ზედაპირს დაიკავებს. მეორე Xplay 7-ში ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდების სკანერი იქნება.

არსებული ინფორმაციის მიხედვით Vivo Xplay 7 ახალი Snapdragon 845 პროცესორით, 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128/256 ჩაშენებული მეხსიერებით გამოვა. ასევე გამოსახულებებზე ჩანს ორმაგი მთავარი და წინა კამერები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ Vivo თანამშრომლობდა Qualcomm-თან და აჩვენა პირველი მუშა პროტოტიპი ეკრანში ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით.

სმარტფონის გამოშვება 2018 წლის შუა პერიოდისკენ არის დაგეგმილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here