26 ივლისს Xiaomi წარმოგვიდგენს ახალ სმარტფონს Mi5X-ს. ინსაიდერებმა უკვე მოიპოვეს სმარტნის ფოტოები. გაჯეტი ძალიან ჰგავს iPhone 7-ს. მას ექნება ორი კამერა, სენსორული “Home” ღილაკი და თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტოფონის უკანა პანელზეა მოთავსებული. Mi6-სგან განსხვავებით ახალ სმარტფონს ექნება 3,5მმ-იანი აუდიოჯეკი. ფოტოებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ გაჯეტი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე განსხვავებული ფერის.

Xiaomi Mi5X-ის კამერაში გამოყენებულია ორი სენსორის: Sony IMX386-სა და Samsung S5K3M3-ის კომბინაცია. წინა კამერა არის 16 მეგაპიქსელიანი. Mi5X-ში გამოყენებულია Snapdragon 625, აქვს 4გბ ოპერატიული მეხსიერება, აღჭურვილია USB Type-C პორტით, გააჩნია 5,5 დიუმიანი ეკრანი.

Xiaomi Mi5X_ის სავარაუდო ფასი იქნება $295.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here