პოპულარული მობილური პლატფორმის AnTuTu-ს შემქმნელებმა გამოაქვეყნეს Android სმარფონების 2018 წლის რეიტინგი წარმადობის მიხედვით. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: ლიდერთაგან ერთ-ერთი ტესტირებაში პირველად მონაწილეობდა, ზოგმა მოწყობილობამ კი წარმადობა შეიცვალა განახლებასთან ერთად.

წარმადობის მიხედვით Android მოწყობილობებს შორის რეკორდსმენი გახდა Xiaomi Black Shark. მისი ჯამური შედეგი იყო 292 759 ქულა. აღსანიშნავია, რომ წინა თვეს მოწყობილობამ მხოლოდ 287 759 ქულა დააგროვა. ფლაგმანს აქვს Snapdragon 845 პროცესორი, 8გბ ოპერატიული მეხსიერება და აღჭურვილია თხევადი გაგრილების ფუნქციით, რომელიც ეფექურად აგრილებს პროცესორს ძლიერი დატვირთვის დროსაც კი.

რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს ინოვაციური OPPO Find X, რომელიც ტესტირებაში პირველად მონაწილეობდა. მან შეძლო 586 589 ქულის დაგროვება. მოწყობილობას ანალოგიური მონაცემები აქვს: პროცესორი Snapdragon 845, 8გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 შიდა მეხსიერება.

Vivo Nex S-ის შედეგები წინა თვესთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, ამიტომ მან ვერ გაუსწრო Find X-ს და დაიკავა მესამე ადგილი. Vivo Nex S-მა დაააგროვა 283 877 ქულა. მოწყობილობას აქვს პროცესორი Snapdragon 845, 8გბ ოპერატიული მეხსიერება. მოსალოდნელია, რომ შემდეგ განახლებაზე სმარტფონი თავის შედეგს გააუმჯობესებს.

სიაში შემდეგ ადგილს იკავებს OnePlus 6, რომელმაც დააგროვა 282 644 ქულა და დაიკავა მეოთხე ადგილი. საერთო ჯამში, ოთხივე სმარტფონმა შეძლო 280 000 ქულიანი ზღვარის გადალახვა, რაც ვერ შეძლო ბიუჯეტურმა სმარტფონებმა.

ტოპ ათეულს ხურავენ:  Smartisan R1 (274 729 ქულა), Xiaomi Mi 8 (272 555 ქულა), Mi MIX 2S (262 751 ქულა), Samsung Galaxy S9 + (262 579 ქულა), Galaxy S9 (261 787 ქულა) და Sony Xperia XZ2 (250 293 ქულა).

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი შედეგები არის საშუალო ქულა, რომელიც სმარფონებმა დააგროვეს პლატფორმაზე. ეს არ არის მაქსიმალურად შესაძლებელი მაჩვენებელი. ტესტირება გრძელდებოდა 1-დან 31 ივლისის ჩათვლით, თითოულმა მოწყობილობამ 1000ჯერ გაიარა შემოწმება.

წინა სტატიასაქართველოს კიბერუსაფრთხოების რეიტინგი
შემდეგი სტატიამეცნიერებების მიმართულებით არაერთი პროგრამა დააფინანსდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი