საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს მეცნიერებების მიმართულებით არაერთ პროგრამას დააფინანსებს.

უწყება დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს:

აგრარული მეცნიერებები;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
განათლება;
ინჟინერია;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;

პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი შეადგენს 100%.

პირდაპირი დაფინანსებით პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხა ნაწილდება იგივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულების სხვა დარგის/სპეციალობის პროგრამებზე სტუდენტების საერთო რანჟირებული სიაზე დაყრდნობით (გადასახადის 100%-მდე შევსების პრინციპით).

2018/2019 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სრული სია – http://mes.gov.ge/uploads/News/IMG/prioritetuli-programebi.pdf

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here