Google Pixel და Pixel XL-ის შემდეგ, რომელიც Android 7.1-ზე მუშაობს მხოლოდ კომპანია LG-ს V20 გამოვიდა უახლესი საოპრაციო სისტემით. ახლა უკვე ამ სიას კომპანია General Mobile შეემატა GM 5 სმარტფონით, რომელიც Android One პროგრამის ფარგლებში გამოდის.

GM 5 საშუალო კატეგორიის ჩვეულებრივი სმარტფონია, მას 5 დიუამიანი კერანი და ოთხბირთვიანი Qualcom Snapdragon პროცესორი აქვს 1,2 გიგაჰერცით. გაჯეტს 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. მთავარი კამერა 13 მეგაპიქსელიანია ხოლო წინა კამერას 5 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს.

სმარტფონის მთავარი ღირსება რა თქმა უნდა მასზე დაყენებული android 7.0 Nougat საოპერაციო სისტემა, თუმცა არის მთელი რიგი ფუნქციონალისა, როგორიცაა Google Assistant ამ ტელეფონმა არ მიიღო. როგორც Android One პლატფორმის ყველა სმარტფონი, GM 5 განკუთვნილია განვითარებადი ბაზრებისთვის და კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია მისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფართოება. ასევე ჯერ-ჯერობით უცნობია სიახლის ფასი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here