ბრენდმა Honor-მა ჩინეთში სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა ახალი სმარტფონი 7X. ეს არის საშუალო კლასის მოდელი, თუმცა მასში ჩაყენებულია ფართოფორმატიანი ეკრანი ზომათა შეფარდებით 18:9-ზე. ამგვარი ეკრანი კომპანიის არცერთ ფლაგმანს არა აქვს. ახალი მოწყობილობის სხვა უპირატესობებიდან აღსანიშნავია მთლიანი მეტალის კორპუსი და ორმაგი კამერა.

Honor 7X-ს აქვს 5,93 დიუმიანი ეკანი გაფართოებით 2160×1080 პიქსელი, დაცულია 2,5D დამცავით. სმარტფონის ჩარჩოები არ არის რეკორდულად მინიმალური, თუმცა გამოირჩევა ბრენდის სხვა მოწყობილობათა ჩარჩოებისაგან სისქსის სიმცირით. მოწყობილობის წარმადობაზე პასუხისმგებელია რვაბირთვიანი პროცესორი Kirin 659 სიშხირით 2,46გჰც. აქვს გრაფიკული დამაჩქარებელი Mali-T830 MP2 და 2გბ ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერება შესაძლოა იყოს 32. 64 და 128 გბ ვერსიის მიხედვით.

მთავარი კამერა წარმოდგენილია სენსორებით გაფართოებით 16 და 2 მპ. წინა კამერა აქვს ერთი და არის 8 მეგაპიქსელი. სმარტფონს აქვს SIM-ბარათის ორი სლოტი, 4G მხარდაჭერა და თითის ანაბეჭდის სკანერი. მუშაობს Android 7.0 Nougat-ის ბაზაზე მომუშავე  EMUI 5.1.

Honor 7X-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 17 ოქტომბრიდან. მისი ფასი იქნება $198, $258 ან $304 შიდა მეხსიერების მიხედვით.

წინა სტატიაOnePlus – მომხმარებლის ინფორმაციას უნებართვოდ აგროვებს
შემდეგი სტატიაWindows Phone – ბრწყინვალე დამარცხება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი