OnePlus 5 შემდეგ კვირას იქნება წარმოდგენილი. OnePlus-ის წარმომადგენლები რეგულარულად აქვეყნებენ სმარტფონის ფოტოებს. ერთადერთ საიდუმლოდ მოწყობილობის წინა მხარის დიზაინი რჩებოდა, თუმცა, დღეს ესეც გამჟღავნდა: ინტერნეტში გამოჩნდა OnePlus 5-ის რენდერი.

თუ უკანა მხრიდან OnePlus 5 ძალიან ჰგავს iPhone 7 Plus-ს, წინა მხრიდან ის მოგვაგონებს Meizu ან Huawei P10-ს.

 

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, OnePlus 5-ს ექნება შემდეგი მახასიათებლები:

  • 5,5-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით  1920×1080 პიქსელი;
  • რვაბირთვიანი პროცესორი Snapdragon 835;
  • 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR4X;
  • 64/128 გბ შიდა მეხსიერება UFS 2.1;
  • ორმაგი მთავარი კამერა მოდულით 16 მპ (f/1,7) და20 მპ (f/2,6);
  • 16-მპ წინა კამერა
  • თითის ანაბეჭდის სკანერი;
  • ბატარეა სიმძლავრით 3 300 მა/სთ;
  • Bluetooth 5.0;
  • LTE Cat 12 მხარდაჭერა.

OnePlus 5-ის პრეზენტაცია შედგება 20 ივნისს. სავარაუდოა, რომ მისი ფასი იქნება $479.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here