კვირის დასაწყისში ინსაიდერმა @Onleaks გამოაქვეყნა ვიდეო  სადაც დემონსტირებული იყო ჯერ კიდევ დაუანონსებელი სმარტფონის Samsung Galaxy Note 8-ის რენდერი. როგორც გაირკვა, მოწყობილობა წინა მოდელების Galaxy S8-სა და Galaxy S* Plus_ის მსგავსი იქნება. მოწყობილობას ექნება მომრგვალებული კიდეების მქონე ეკრანი. Samsung Galaxy Note 8 კომპანიის პირველი ორკამერიანი მოწყობილობა იქნება. აქამდე, დივაისის მხოლოდ რენდერული ფოტოები იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე კი ნამდვილიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

 

ფოტოზე  Galaxy Note8 წარმოდგენილია უკანა მხრიდან. დიზაინი და კამერების განლაგება ზუსტად ემთხვევა რენდერში წარმოდგენილს. ბევრი ელოდა, რომ სამსუნგი თითის ანაბეჭდის ადგილს შეცვლიდა და კამერის ქვეშ განათავსებდა, თუმცა კომპანიამ დიზაინი შეინარჩუნა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy Note8-ს ექნება 6,3 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი, პროცესორი Exynos 8895 ან Snapdragon 835, 6/8გბ ოპერატიული მეხსიერება, ორმაგი 12მპ-იანი კამერა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here