OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა პიტ ლაუმ საკუთარ Twitter-ის ბლოგში უჩვეულო ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით ასე უნდა გამოიყურებიოდეს საფირმო სმარტფონების შეფუთვა, რომ ისინი მაქსიმალურად ეკონომიური და ეკოლოგიური იყოს.

ფოტოზე გამოსახული შეფუთვა ძირეულად განსხვავდება ჩვეულებრიბვი ყუთებისგან, რომლებშიც ახლა ვყიდულობთ სმარტფონს. ჩვეულებრივ ასეთ შეფუთვაში აკუმლატორები, ფლეშკები ან კომპიუტერის მაუსები იყიდება. ბლისტერის ზედა ნაწილში მას მარყუჯი აქვს,. რომლის საშუალებითაც ის შეიძლება ღია ვიტრინაზე დავკიდოთ.

გარდა ამისა სურათი მეტყველებს იმაზე, რომ კომპლექტაციაში არ შედის ისეთი აქსესუარები, როგორიცა კაბელი და კვების ბლოკი. ადრე გარემოს დაცვის მოტივით რამდენიმე წამყვანმა ბრენდმა უკვე უარი თქვეს ამ აქსესუარების სტანდარტულ კომპლექტაციაში მიწოდებაზე.

OnePlus-ის გენ. დირექტორი პიტ ლაუ ამბობს, რომ მომავლაში საფირმო მოწყობილობები ეკონომიურ შეფუთვაში გაიყიდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ჯერ არ აპირებს უარი თქვას საფირმო წითელ ყუთზე. სურათზე სავარაუდოდ ნაჩვენებია კონცეფცია, რომელზეც კომპანიამ უარი თქვა.

წინა სტატიაNASA-მ ჰაბლის ორბიტალურ ტელესკოპთან კავშირი დაკარგა
შემდეგი სტატიაEpic Games-მა ხმოვანი ჩათი და ანტიჩითი უფასოდ გამოუშვა თამაშების დეველოპერებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი