Tom’s Guide-ის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიების ტესტში მონაწილეობა iPhone 8, 8 Plus, X, Samsung Galaxy Note 8, LG V30, Google Pixel 2 და OnePlus 5T მიიღო. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველა Android სმარტფონი სწრაფ დამუხტვას სტანდარტულ კომპელექტში უზრუნველყოფს, როცა ახალი iPhone-ისთვის საჭიროა ცალკე დამტენისა და კაბელის ყიდვა.

ტესტი ორ ეტაპად ჩატარდა: 30 წუთიანი და 60 წუთიანი და ყველაზე კარგი შედეგი OnePlus 5T აჩვენა. პირველ ეტამზე ის 59%-მდე დაიმუხტა ხოლო მეორეზე 93%-მდე. მეორე ადგილზე LG V30 გავიდა. სამივე iPhone-მა თითქმის ერთნაირი შედეგი აჩვენა და 30 წუთში საშუალოდ 50%-მდე დაიმუხტნენ.

iPhone-ების ტესტირებისას გამოყენებული იქნა Apple-ის კვების ბლოკები 29 ვატი სიმძლავრითა და ორიგინალური USB Type-C კაბელები. კომპლექტში შემავალი აქსესუარებით Apple-ის მოწყობილობები კიდევ უფრო ნელა იმუხტება. ყველაზე მეტად ეს iPhone X-ზე აისახება, რომელიც 30 წუთში მხოლოდ 17%-მდე იმუხტება ხოლო 1 საათში მხოლოდ 37%-მდე.

წინა სტატიაHonor V10 – უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე ფლაგმანი
შემდეგი სტატიადაასახელეს პირველი ბიტკოინ მილიარდერები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი