სპეციალურ ღონისძიებაზე Honor V10 წარმოადგინეს. აპარატი ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს და მას 18:10-ზე შეფარდების ეკრანი აქვს თხელი ჩარჩოებით. არის ორმაგი კამერა პორტრეტული ფოტოსთვის და რა თქმა უნდა მანქანური დასწავლის ტექნოლოგიები, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს. გარდა ამისა სმარტფონი Android 8.0 საოპერაციო სისტემაზე მუშაობს და საფირმო Emotion UI 8.0 აქვს.

წინა პანელის თითქმის მთელი ფართობი 5,99 დიუმიან ეკრანს უჭირავს, რომელსაც 2160×1080 გარჩევადობა აქვს. ჩარჩოებს მინიმალური ზომა აქვს თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Home ღილაკის წინა მხარეზე განთავსებისთვის, რომელშიც თითის ანაბეჭდების სკანერიცაა მოთავსებული.

სმარტფონს ამუშავებს რვა ბირთვიანი პროცესორი Kirin 970 – Mali-G72 MP12 გრაფიკითა და i7 სპეციალური ბლოკით, რომელიც მანქანური დასწავლის ალგორითმებს იყენებს. ასეთივე ჩიპსეტი Huawei Mate 10 Pro-ში არის გამოყენებული. ორივე მოდელში ხელოვნური ინტელექტი წარმადობის ამაღლებისთვის, ენერგოეფექტურობისა და სხვა ამოცანებისთვის გამოიყენება, როგორიცაა გადაღების ხარისხის გაუმჯობესება.

Honor V10 ორმაგი კამერითაა აღჭურვილი და მას 16 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, მეორე კამერა 20 მეგაპიქსელიანი შავ-თეთრი სენსორია. ობიექტივის შუქის ძალა f/1,8 არის რაც არასაკმარისი განათების პირობებში მკაფიოდ გადაღებას აუმჯობესებს. წინა 13 მეგაპიქსელინი კამერაც მანქანური დასწავლის ალგორითმებს იყენებს, რითაც უკეთესი ხარისხის სელფები და სახით განბლოკვა მუშაობს.

Honor V10-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 5,99-ეკრანი, 2160х1080 პიქსელი (18:9);
  • 8 ბირთვიანი Kirin 970 პროცესორი;
  • გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G72 MP12;
    4/6 გბ. ოპერატიული მეხსიერება;
  • 64/128 გბ. ჩაშენებული მეხსიერება;
  • microSD ბარათები, 256 გბ-მდე;
  • ორმაგი მთავარი კამერა 16 და 20 მეგაპიქსელი;
  • წინა კამერა 13 მეგაპიქსელი;
  • 3 750 მა/სთ აკუმლატორი, 50%-მდე 30 წუთში დამუხტვით;
  • თითის ანაბეჭდების სკანერი Home ღილაკში;
  • 4G LTE და 4G VoLTE;
  • სიმეტრიული USB Type-C პორტი;
  • ზომები: 157 × 74,98 × 6,97 მმ;
    წონა: 172 გ.;
  • სისტემა: Android 8.0 Oreo – EMUI 8.0.

Honor V10 მინიმალური კონფიგურაციით 4 გიგაბაიტი მეხსიერებითა და 64 გიგაბაიტი საცავით 409 დოლარი ეღირება. 6/64 მოდიფიკაცია 455 დოლარი იქნება, ხოლო ტოპ კონფიგურაცია 128 გიგაბაიტი საცავით 530 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. სმარტფონი გაყიდვაშ 5 დეკემბრიდან შემოვა.

წინა სტატიარობოტ-ორიგამს საკუთარ წონაზე ათასჯერ მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია
შემდეგი სტატიაApple-ის სწრაფი დამუხტვა უფრო ნელია ვიდრე OnePlus და LG

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი