Want create site? With Free visual composer you can do it easy.

Google-მა Family Link სერვისი შექმნა, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ თუ, როგორ იყენებენ მათი ბავშვები Android სმარტფონებს.

Family Link-ის საშუალებით შესაძლებელია აუკრძალოთ ბავშვებს ნებიმიერი აპლიკაციის დაყენება Google Play-დან. იმისათვის, რომ ახალი აპლიკაცია დააყენონ ბავშვებს მოუწევთ მშობლისგან ნებართვის მიღება. ამის გარდა Family Link თვალყურს ადევნებს თუ რომელ აპლიკაციებს იყენებენ ბავშვები ყველაზე მეტად და ანგარიშებს კვირებისა და თვეების მიხედვით აწარმოებს.

მშობლებს ასევე შეუძლიათ “ღამის რეჟიმის” ჩართვა, რომელიც გარკვეულ საათებში საერთოდ ბლოკავს სმარტფონით სარგებლობის საშუალებას.

Family Link ტესტირების სტადიაშია და მხოლოდ ა.შ.შ-ში არის ხელმისაწვდომი 13 წლამდე ბავშვებისთვის. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ საიტზე. Family Link-ის მუშაობისთვის აუცილებელია Android სმარტფონი, რომელიც მინიმუმ Android 4.4 KitKat საოპერაციო სისტემიდან. სერვისის iOS ვერსია ჯერ არ გამოსულა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here