Google-მა ახალი Pixel სმარტფონები წარმოადგინა, რომელიც საკუთარ Tensor ჩიპებზეა დაფუძნებული. კომპანიამ ონლაინ პრეზენტაციაში სიახლეების შესახებ უფრო მეტი დეტალი წარმოადგინა.

Image

Pixel 6 Pro-ს აქვს ნაპირებზე ოდნავ მომრგვალებული ეკრანი 6.7 დიუმი დიაგონალით და 120 ჰც. განახლების სიხშირით. სამი კამერა უკანა პანელზე: ფართოკუთხოვანი, ზეფართოკუთხოვანი და ტელეფოტო ოთხმაგი ოპტიკური ზუმით.

Image
კამერების მოდულების ტექნიკური მახასიათებლები

Pixel 6 – ეკრანი 6.4 დიუმია და მისი განახლების სიხშირე 90 ჰერცია. ორივე სმარტფონი Android 12 საოპერაციო სისტემით იმართება. ეკრანში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი და არის Always On Display ტექნოლოგია.

Image
Google-ის საკუთარი პროცესორების არქიტექტურული მონახაზი და ტექნიკური მონაცემები

სმარტფონების უმთავრეის მახასიათებელი კომპანიის საკუთარი წარმოების Tensor პროცესორია, რომელზეც Google-ის ინჟინრები ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მისი საშუალებით ხდება საუბრის ამოცნობა, რომელსაც კომპანია საუკეთესოდ მიიჩნევს საკუთარ სმარტფონებში.

Image
უსაფრთხოების ახალი მოდელი და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა

ეკრანი დაზიანებისგან დაცულია Gorilla Glass Victus, რომელიც ასევე წყლისგან, მტვრისგან და ნაკაწრებისგან იცავს ზედაპირს. მოწყობილობა Android-ის განახლებებს 5 წლის განმავლობაში მიიღებს.

სმარტფონების ღირებულებაა $599 – Pixel 6 და $899 Pixel 6 Pro.

სამწუხაროდ საქართველოში Google-ის მოწყობილობები ოფიციალურად არ იყიდება.

პრეზენტაცია სრულად:

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი