როგორც რესურსი TechCrunch გვატყობინებს, Google საკუთარ დებეტურ ბარათს ატესტირებს, რომელიც დაგვეხმარება ოფალინ და ონლაინ შესყიდვებში.

ბართი Google-ის ანგარიშზე იქნება მიბმული და Google Pay აპლიკაციაში გამოჩნდება, რომელშიც შესაძლებელი იქნება ბალანსის შემოწმება, თანხის გადარიცხვა, ანგარიშის შევსება ბარათის დაბლოკვა და ა. შ. მომხმარებლები ასევე შეძლებენ ხარჯების გაკონტროლებას Google Maps-თან ერთად.

Apple-ის ბარათისგან განსხვავები, რომელიც საკრედიტოა, Google-ის ვარიანტი სადებეტოა. პარტნიორების სიაში სახელდება Citi და Stanford Federal Credit Union. როგორც სქრინშოტებზე ჩანს გამოყენებული იქნება Visa სისტემა, თუმცა არ არის გამორიცხული MasterCard-ისა და სხვა სისტემების ჩართულობაც.

ჯერ არ არის ცნობილი იქნება თუ არა Google-ის მომხმარებლებისთვის გარკვეული ბონუსები, როგორიცაა ქეშბექი და ფასდაკლებები საფირმო მაღაზიებში. ასევე არ ვიცით თუ როდის აპირებს კომპანია პროდუქტის გამოშვებას. კომპანია გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში გაასაჯაროვებს უფრო მეტ ინფორმაციას მისი ახალი პროეტის შესახებ.

წინა სტატიაApple-მა Iphone 12-ის გამოშვება 5G მხარდაჭერით შესაძლოა გადასდოს
შემდეგი სტატიაMi Display 1A – ხელმისაწვდომი ეკრანი სახლისთვის და ოფისისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი