რამდენიმე კვირაა ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ Google-მა შესაძლოა HTC შეიძინოს. იქნება ეს Motorola-ს მსგავსი სიტუაცია? იქნებ Nokia-ს ისტორია განმეროდეს? როგორც გაირკვა Google და HTC  გარკვეულ შეთანხმაბამდე მივიდნენ, რომლის თანახმადაც Google შეიძენს Pixel-ის მწარმოებელ განყოფილებას, ხოლო HTC ჩვეულებრივად განაგრძობს თავისი სმარტფონების გამოშვებას.

Google ამ გარიგებაში 1.1 მილიარდ დოლარს იხდის, რომლიც ითვალისწინებს ჯერ-ჯერობით დაუდგენელი რაოდენობის თანამშრომლების გადასვლას HTC-დან. კომპანიებმა დაადასტურეს, რომ ურავლესობა მათგანი Pixel-ის გუნდის წევდები არიან და Google-თან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. Google ასევე მიიღებს ექსკლუზიურ უფლებებს HTC-ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომ შემდგომში გამოიყენოს ის მის ახალ პროდუქტებში.

როგორც HTC ამბობს Pixel-ის გუნდის წასვლის შემდეგ კომპანია მთელს ძალებს მიმართავს საკუთარი სმარტფონების განვითარებისთვის. კომპანიის ინჟინრები გააგრძლებენ მუშაობას HTC-ის ახალ ფლაგმანზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რაში დახარჯავს კომპანია 1,1 მილიარდ დოლარს. სავარაუდოდ Vive-ის ვირტუალური რეალობის მიმართულებაც მიიღებს გარკვეულ დაფინანსებას.

რა თქმა უნდა დიდი თანხის მიღება ავტომატურად არ მოავარებს HTC-ის ყველა პრობლემას. თუ კომპანია გააგრძელებს სმარტფონების წარმოებას, მას დასჭირებდა უფრო კონკურენტუნარიანი მოდელების გამოშვება, რაც გაუჭირდებათ გამომდინარე იქიდან, რომ ინჟინრების დიდი ნაწილი დატოვებს კომპანიას.

Google და HTC ელოდებიან გარიგების დასრულებას 2018 წლის დასაწყისიკენ, როცა ყველა ბიროკრატიული საკითხი მოგვარდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here