Google Assistant-ში შესაძლებელი გახდა სიმღერების მოძებნა მელოდიურად წამღერებითაა შესაძლებელი, შეგიძლიათ წაიღიღინოთ ან დაუსტვინოთ კიდევაც.

კომპანია გვარწმუნებს, რომ მანქანური დასწავლის მოდელი ხმას ციფრულ თანმიმდევრობად გარდაქმნის, რომელიც სიმღერის მელოდიას შეესაბემება. ხმოვანი ასისტენტი შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებშიც იქნება ტრეკის მონაცემები, შემსრულებელი, ვიდეო რგოლი და სხვა მონაცემები.

გარდა ამისა, Google მოგაწვდით სიმღერების ქავერებს, სხვა ვარიანტებს და ორიგინალურ ვერსებს, თუ ისინი საძიებო ბოტების ინდექსში არიან მოხვედრილი.

ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე iOS პლატფორმაზე, ხოლო Android-ზე შესაძლებელია 20 ენაზე წამღერება. მომავლში დაგეგმილია უფრო მეტი პლატფორმებისა და ენების მხარდაჭერა.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი