Pixel-ის გამოსვლა არ ნიშნავს, რომ Nexus-ები გადასაგდებია

838

Google-მა 4 ოქტომბრის პრეზენტაციაზე ახალი Pixel ფლაგმანები წარმოადგინა, რითაც საბოლოოდ შეწყდა Nexus პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კომპანია სხვა და სხვა ბრენდების მიერ წარმოებულ სმარტფონებს სუფთა Android საოპერაციო სისტემით უზრუნველყოფდა.

რა თქმა უნდა შეწყდა Nexus-ების გაყიდვები Google-ის ონლაინ მაღაზიებში და ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომელთა საწყობშიც ჯერ კიდევ შემორჩა Nexus 5X და Nexus 6P მოდელები. ნიშნავს თუ არა Pixel-ის გამოსვლა იმას, რომ Nexus-ის მფლობელები Google-ის ყურადღების მიღმა დარჩებიან? მიიღებენ თუ არა Android 7.0-ზე უფრო ზევით განახლებებს?

რა თქმა უნდა კომპანია გააგრძელებს Nexus-ების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საგარანტიო მომსახურებას და პროგრამულ განახლებას. რა თქმა უნდა იქნება ექსკლუზიური ფუნქციონალი, რომელიც მხოლოდ Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი. Google Assistant – მხოლოდ პიქსელზე იქნება ხელმისაწვდომი და არც ერთ სხვა მოწყობილობაზე ჯერ არ არის დაგეგმილი მისი პორტირება. Daydream VR-ის მხარდაჭერაც მხოლოდ Android Nougat 7.1-ზე განახლებულ სმარტფონებზე იქნება ხელმისაწვდომი და აქაც ჯერ-ჯერობით Pixel სმარტფონებია მხოლოდ.

როგორც ანონსში იყო Pixel მიიღებს შემდეგ ექსლუზივებს: Pixel ლანჩერს, Google Assistan, ეკრანის გაზიარებს და სხვა და სხვა სამომხმარებლო ინტერფეისისა და ფონური გამოსახულებების ეფექტებს. რა თქმა უნდა Pixel-ის მფლობელები მიიღებენ Smart Storage და ულიმიტო საცავს Google Photos ღრუბელში. ასევე Pixel არის პირველი Android, რომელსაც აქვს სწრაფად პორტირების ადაპტერი iOS და სხვა Android მოწყობილობებიდან Pixel-ზე მონაცემების და ანგარიშების გადატანისათვის. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობები და სიახლეები, რომლის შესახებ მხოლოდ რეალურად მოწყობილობის გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ.

Nexus-ები რა თქმა უნდა განახლდება Nougat 7.1 ვერსიამდე, რომელსაც ექნება Night Light, თაჩის და ეკრანის წარმადობის გაუმჯობესება, Daydream VR-ის მხარდაჭერა და აპლიკაციების მიერ საცავის გამოყენების მართვის საშუალებას. ასევე იქნება Moves-ის მხარდაჭერა, რომელიც შეტყობინებების ჟესტებით მართვას უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა Nexus-ის მფლობელები ვერ მიიღებენ Assistant-სა და ახალ კამერას, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ Nexus-ები უპატრონოდ დარჩება. Android 7.1-ზე განახლებასთან ერთად იქნება Daydream VR-ის მხარდაჭერაც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here