გუშინ კომპანია Sony-მ გამოუშვა State Of Play-ს სერიის ახალი ვიდეო რგოლი, რომელშიც ნაჩვენებია სამომხამრებლო ინტერფეისი, რომელიც PS3-დან მოყოლებული XMB – XcrossMediaBar-ის სახელით არის ცნობილი.

ვიდეოში მთელი 11 წუთია დათმობილი მენიუბეზე, რომლებშიც შესაძლებელია ნადავლის, ამოცანების და სხვა პარამეტრების ნახვა. ასევე შესაძლებელია ყველანაირი პარამეტრების სწრაფი შეცვლა. ყოველ თამაშს საკუთარი Game Center აქვს, თუმცა უცნობია ეს მხოლოდ ექსკლუზივებზე იქნება თუ არა.

ამბობენ, რომ ინტერფეისი ადაპტირებულია 4K ტელევიზორებზე, ამასთანავე თამაშების და აპლიკაციების ხატულები ვიდეოში არც ისე დიდი ჩანს და გავს iOS და Android-ის აპლიკაციების ხატულებს.

საერთო ჯამში ინტერფეისი არც ისე ძირეულად შეცვლილა PlayStation 4-თან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსოლის გაყიდვები მთელს მსოფლიოში ერთდროულად, 19 ნოემბერს დაიწება.

წინა სტატიაAMD RYZEN 5000
შემდეგი სტატიაGoogle Assistant-ში სიმღერების მოძებნა უკვე წაღიღენებითაა შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი