კომპანია Sony-მ Link Buds S უკაბელო ყურსასმენების ეკო-ვერსია წარმოადგინა. ახალ მოდელს Link Buds S Earth Blue ჰქვია და გადამუშავებული წყლის ბოთლის მასალებით შეიქმნა. ყურსასმენებს უნიკალური დიზაინი და ფუნქციების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. კომპანიის შეფასებით, Link Buds S Earth Blue ღრუბლებით დაფარულ ლურჯს ცას მოგვაგონებს.
პლასტმასის ბოთლების გარდა, გამოყენებულია ავტონაწილებიდან გადამუშავებული მასალები. სონი ამ მეთოდს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით იყენებს.


კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა და მსუბუქი უსადენო ყურსასმენებია. Sony LinkBuds S აღჭურვილია 5 მმ დრაივერებით. ყურსასმენები ერთჯერადი დამუხტვით 6 საათამდე ძლებს.
Sony LinkBuds S Earth Blue გაყიდვაში ნოემბერში გამოვა. სიახლე 150 დოლარად არის შეფასებული.

წინა სტატიაApple-მა შესაძლოა MacBook-ების წარმოება სამომავლოდ ტაილანდში დაიწყოს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH22 გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი